Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » ბულტერიერი
4:39 PM
ბულტერიერი

ბულტერიერი (BULL TERRIER)

სიმაღლე:ხვადი 30-38 სმ, ძუ 25-32სმ.
წონა:ხვადი 16-20 კგ, ძუ 20-28კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:10-13წელი
წარმომავლობა:დიდი ბრიტანეთი 

წარმომავლობა. 1830 წელს, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული იყო ხარებისა და ბულდოგების ორთაბრძოლები, "სპორტის” ამ სახეობის მოყვარულებმა გადაწყვიტეს ძაღლის ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელიც შეძლებდა ხარის შეტევას ბულდოგზე უკეთ. ამგვარად, ინგლისური ბულდოგისა და ძველინგლისური ტერიერის, მოგვიანებით კი ესპანური პოინტერების შეჯვარების შედეგად მიღებულ იქნა ბულტერიერი. 1850 წელს გამოიყვანეს ამ ჯიშის თეთრი ფერის ნაირსახეობა.

ჯიშის აღწერა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს გააჩნიათ ოვალური ფორმის თავი. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა არ არსებობს. ბულტერიერის ყბები ძლიერია, კბილები კი – მაგარი, ჯანმრთელი და სწორი. თვალები პატარა, მუქი და ნუშისებრია, მხრები – ძლიერი და კუნთოვანი, სხეული – მომრგვალებული. კუდი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ბეწვი მოკლე, ხშირი და ბზინვარეა. შეფერილობა: მთლიანად თეთრი, თეთრი თავზე შავი ლაქებითა ან ზოლებით, ვეფხვისებრი, ყვითელ-ყავისფერი, შავი ან სამფეროვანი. სიმაღლე მინდაოში – 53-56 სმ. წონა – 23-28 კგ.
ბულტერიერი (BULL TERRIER)
ხასიათი. თავდაპირველად ბულტერიერი ძალიან აგრესიული ძაღლი იყო. თუმცა, თანამედროვე მეძაღლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად იგი გახდა ერთგული, ზრდილობიანი და დამჯერი ოთხფეხა მეგობარი.

გამოყენება. ბულტერიერი გამოიყვანეს როგორც მებრძოლი ძაღლი, მაგრამ შემდეგ იყენებდნენ ნახირის დასაცავად, მღრღნელების მოსასპობად, პირადი მცველის, სადარაჯო ძაღლის და, ბოლოს, კომპანიონის სახით.


ბულტერიერიბულტერიერი - Site Nameბულტერიერი.......ბულტერიერი.......ბულტერიერი.......ბულტერიერი.......ბულტერიერი.......ბულტერიერი.......

კატეგორია: ბულტერიერი | ნანახია: 3528 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 beqaa  
0
dade kacurad buldigis inglisuris da frangulize informacia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента