Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » კანე კორსო
12:21 PM
კანე კორსო
სიმაღლე მინდაოში:
ხვადი: 64_68სმ
ძუ: 60_64სმ
დასაშვები სხვაობა 2სმ
წონა:
ხვადი: 45_50 კგ
ძუ: 40-45 კგ
შეფერილობა: შავი, ვეფხვისებრი, რუხი, წაბლისფერი, ჩალისფერი.
წარმომავლობა: იტალია
სამშობლლო - იტალია (სიცილია)
გამოყენება - კომპანიონი - მოდარაჯე

სიცოცხლის ხანგრძლივობა - 9-11 წელი
დადებითი თვისებები:

1. გონიერი;
2. საუკეთესო მცველი;
3. ერთგული;
4. ეგზოტიკური გარეგნობა;
5. მეგობრული.

თავისებურებები:

1. თავისებური ხასიათის მქონე;
2. ხვრინავს;
3. სველი პირი (ზოგიერთ შემთხვევში).
ბასკერვილების ძაღლი, _ ასე უწოდეს იტალიური ჯიშის ძაღლს კანე კორსოს, რომლის ერთი ღრენისაგან საფრანგეთში ფრიად ცნობილ მძარცველს დანაშაულების ადგილზე გული გაუსკდა. სპეციალისტების აზრით, კანე კორსო მსოფლიოში ყველაზე საიმედო მცველი ძაღლია. თვით ჯიშის სახელწოდებაში განსაზღვრულია მისი სახელწოდება: მეპატრონის, ოჯახის და ქონების დაცვა. კანე კორსო ითარგმნება, როგორც კარის მოდარაჯე ძაღლი. არც თუ დიდი ხნის წინ გადაჯიშების ზღვარზე მყოფი კანე კორსო დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ელიტარული, ძვირადღირებული ჯიშების სათავეში დადგა. ეს განაპირობა მისმა საუკეთესო სამუშაო თვისებებმა, მაღალმა ინტელექტმა, კეთილშობილებამ, საიმედოობამ და სტაბილურობამ. კანე კორსო მეპატრონის ოჯახის მიმართ ფანატიკურად ერთგულია. უკან არასდროს იხევს საფრთხის წინაშე, მომენტალურად აფასებს სიტუაციას, თითქმის უსიტყვოდ ესმის მეპატრონის, აუცილებლობის შემთხვევაში კი თვითნებურ გადაწყვეტილებებსაც ღებულობს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, კანე კორსო მომენტალურად განასხვავებს მეგობარს მტრისგან, შეუცდომლად გრძნობს თვით ყველაზე დაფარულ აგრესიულ ზრახვებს. კრიტიკულ სიტუაციაში კანე კორსო, თანდაყოლილი დამცავი რეფლექსით, როგორც ამბობენ, ნამდვილი ფარ-ხმალია მთელი ოჯახისთვის.
მსოფლიოში კანე კორსოს რეიტინგი ძალიან მაღალია. მას გამოიყენებენ ბანკების, ოფისების, მოდური ბუტიკების, საიუველირო სალონების, ელიტარული ბარ-რესტორნების, ვილების, კოტეჯების, ბინების (წინა საუკუნეებში _ სასახლეების, ეკლესია-მონასტრების) დასაცავად, ასევე უსაფრთხოების სამსახურში, პირადი მცველის ფუნქციითაც.
ბოროტმზრახველისთვის თავზარდამცემი კანე კორსო გამოირჩევა სილამაზით, ელეგანტურობით, განსაცვიფრებელი დინამიკურობით და პლასტიკით, ავაზისებური მოძრაობით. აქვს რკინისებური ჯანმრთელობა, არის ამტანი, აკმაყოფილებს მცირედი კვება, თავისი სისუფთავითა და დისციპლინირებულობით მოსახერხებელია ბინაში და აგარაკზე შენახვისათვის.
თავშეკავებული, გაწონასწორებული, მდგარი ფსიქიკის კანე კორსო სტუმრების მიმართ კეთილგანწყობილი და მშვიდობისმოყვარეა, არ საჭიროებს დაბმას. საკმაოდ ჭკვიანი და დამჯერია, შესანიშნავად ექვემდებარება წვრთნას. ალერსიანი და ნაზია შინაურებთან ურთიერთობაში, არასდროს ავლენს აგრესიას.განსაკუთრებით უყვარს ბავშვები, პატიობს ნებისმიერ ონავრობას და საქციელს. საუკეთესო ძიძა და კომპანიონია თამაშში.
ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლები კანე კორსოს უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებენ. ძვ.წ. 1121 წელს ჩინელ იმპერატორს დიდი ტიბეტელი მბრძანებლისგან საჩუქრად მიუღია ადამიანთა დაჭერაში გაწვრთნილი მოლოსი (კანე კორსო მოლოსოიდურ ჯიშს განეკუთვნება).
I საუკუნის რომაელმა ავტორმა კოლუმელომ მოლუსუსად წოდებული რომაული მოდარაჯე ძაღლის დაწვრილებითი აღწერილობა დატოვა: ეს არის ძაღლი, რომელიც დღედაღამ იცავს, თვალებიდან ცეცხლისმფრქვეველი, ფართომკერდიანი, დიდი თავით, კომპაქტური; სრულიად შეუმჩნევლად მიუახლოვდება დაუპატიჟებელ სტუმარს.
სიტყვა კორსო ლიტერატურაში პირველად XVI ს-ში (თეოფილო ფოლენგოს ნაწარმოებებეში) გაჩნდა და დაკავშირებული იყო ძლიერ , მამაც ძაღლთან, რომელიც გამოიყენებოდა მცველად და ნადირობისთვის. სხვადასხვა წყაროები მოიხსენიებენ მას, როგორც ტახთან, დათვთან და მგელთან მებრძოლ ძაღლს.
ისტორიული დოკუმენტები მეტყველებენ აღმოსავლეთიდან დასავლეთით ძაღლის ხანგრძლივ მიგრაციაზე, რომელიც დასრულდა მისი საბოლოო გარდაქმნით რომაულ მოდარაჯე ძაღლად. მოლოსის წინაპრად ითვლება ძველი აზიური ძაღლი, რომელიც გავრცელებული იყო ტიბეტისა და ჰიმალაების მაღალ მთებში. დროთა განმავლობაში ისინი მოხვდნენ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გავრცელდნენ მესოპოტამიაში, მაკედონიაში, საბერძნეთში.
კანე კორსოს ჯიშის შემდგომი ჩამოყალიბება და დახვეწა შუა საუკუნეებს უკავშირდება. ამ ჯიშმა განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა სამხრეთ იტალიაში. საუკეთესო მხედველობისა და ორიენტირების უნარით დაჯილდოებულ კანე კორსოს გამოიყენებდნენ ღამ-ღამობით (ლამპრის გარეშე) ენოტზე სანადიროდ.
ისტორიულად კანე კორსო მეცხვარე ძაღლის ფუნქციითაცაღინიშნებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მკვეთრად შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, კანე კორსო იშვიათ ჯიშად იქცა. ამ ჯიშის აღორძინებისათვის დიდი წვლილი გაიღო მონტაველმა ბიოლოგმა, პროფ. ჯოვან ბონატიმ. 1996 წლის 12 ნოემბერს კანე კორსო საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ ოფიციალრად იქნა აღიარებული. თანამედროვე სამყაროში მას ახალი სიცოცხლე მისცეს და სრულყვეს მისი მისი სამუშაო ფორმები.
ამ ჯიშის სახელი ითარგმნება, როგორც "ძლიერი, ენერგიული ძაღლი”.

კანე კორსო იტალიანოს ჯიშის ძაღლები რუსეთში შედარებით ცოტახნის წინ გაჩნდა – 1994 წელს. თუმცა, ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი ამ ძაღლმა მოიპოვა ღირსეული პოპულარობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამ შესანიშნავი ძაღლის ექსეპრტების, კინოლოგების, მწვრთნელებისა და რიგითი მფლობელების დადებითი შეფასებები გულგრილად არავის დატოვებენ!
კანე-კორსო – ღონიერი, საკმაოდ დიდი ძაღლია, რელიეფური მუსკულატურით, მშვენიერი მოძრაობებით, ღრმა და განვითარებული მკერდით, ძლიერი და ტანადი კიდურებით. თავი ტიპობრივად მოლოსურია, ფართო, კარგად გამოხატული გადასვლით ცხვირის ხაზიდან შუბლზე.

კანე კორსო, პირველ რიგში – დამცავი ძაღლია შესანიშნავი მუშა თვისებებით. გაწონასწორებული ფსიქიკა და დისციპლინირება გამოყოფენ კორსოს ძაღლებს სხვა დამცავ ჯიშებს შორის.

კანე კორსო ფლობს არაჩვეულებრივ პლასტიკას, ღონიერ ნახტომს და ელვისებურ შეტევას. თავდასხმელთა მიმართ კორსო ყოველთვის იქნება მრისხანე. დღე იქნება თუ ღამე, კორსო მუდმივად დაგიცავთ, ხოლო თუ იგი შავი შეფერილობისაა, მაშინ მეტად შემაშინებელი იერი გააჩნია. ძაღლი ერწყმის სიბნელეს და შეუმჩნევლად შეუძლია მიუახლოვდეს თქვენი სიმშვიდის დამრღვევთან.

ამ ჯიშის ძაღლების ხასიათის ძირითად თავისებურებებს მიეკუთვნება სიფხიზლე, შეცდომის დაუშვებლობის უნარი, არა მხოლოდ გაბედულად, არამედ ფრთხილადაც ყოფნა. თუმცა, ძაღლის ხასიათის ფორმირებას ახდენს არა მხოლოდ ბუნება, არამედ აღზრდაც.

კანე კორსოს ფსიქიკის თავისებურება გულისხმობს მის დიდ მოთხოვნილებას ადამიანთან ურთიერთობაში. ამიტომაც, კორსო ცუდად იტანს ყურადღების არარსებობას და ჯაჭვზე ყოფნას. იგი საჭიროებს თავისუფლებასა და ადამიანური სითბოს დიდ რაოდენობას, რასაც ძაღლი სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს. კანე კორსო – ძალიან ლამაზი ძაღლია. სეირნობისას იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სწრაფი მოძრაობების პლასტიკა (განსაკუთრებით შავი ძაღლის შემთხვევაში) მას პანტერასთან აიგივებს.

ბუნებრივი გამძლეობის, ინფექციური ავადმყოფობებისადმი სიმტკიცე, ცხოვრების ნებისმიერი პირობებისადმი ადაპტირების უნარის წყალობით კანე კორსოს გამოყენება ნადირობის დროსაც შეიძლება.

კანე კორსო არაა მოჩხუბარე, მაგრამ აგრესიულ თანამოძმეს ყოველთვის გასცემს საკადრის პასუხს. სისუფთავე და სუნის არარსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კანე კორსოს ყოლა როგორც ქალაქგარეთა სახლში, ისე ქალაქის ბინაში. ეს იდეალური სახლის ძაღლია. საკმარისია შეხედოთ კორსოს თვალებში და მის მიმართ გულგრილი არასოდეს დარჩებით.

ამჟამად, ევროპასა და ამერიკაში კანე კორსო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ და პრესტიჟულ დამცავ ჯიშს.

კატეგორია: კანე კორსო | ნანახია: 2891 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 ruska  
0

სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента