Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » კავკასიური ნაგაზი
12:23 PM
კავკასიური ნაგაზი
სიმაღლე:ხვადი 68 -75სმ, ძუ 63 -70სმ.
წონა:ხვადი 45 -75კგ. ძუ 42 -70კგ. 
სიცოცხლის ხანგრძლივობა: წელი 9-11
წარმომავლობა:კავკასია

წარმომავლობა
კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს.კავკასიონში გამოყვანილი ეს უზარმაზარი სამწყემსო ძაღლი მიეკუთვნება უძველესი სამწყემსო და სადარაჯო ძაღლთა ტიპს, რომელიც პირველ ევროპულ სახელმწიფოებზე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. ამჟამად, მისი ნახვა შეიძლება ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ველში მობინადრე კავკასიური ნაგაზი უფრო მაღალფეხება, აგებულობისა და ბეწვის ტიპით კი უფრო მეტად ვარირებს, ვიდრე მისი მთის ნათესავი. კავკასიური ნაგაზი განთქმულია უბადლო სადარაჯო ძაღლის სახით. პირველი სტანდარტი 1931 წელს მიიღეს.

ჯიშის აღწერა
კავკასიური ნაგაზი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. თავი- დიდი და განიერი, ზედმეტი ნაოჭებისა და დანაკეცების გარეშე. თავის ქალა მასიური აქვს, კარგად განვითრებული. შუბლი დაბალი და განიერი. ცხვირი განიერი, ნესტოები ძირითადად შავი ფერის. დინგი თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, განიერი. ტუჩები კარგად განვითარებული, ელასტიკური და ყბებზე კარგად აკრული, ტუჩების კუთხე- მშრალი. კავკასიური ნაგაზის კბილები და ყბები ძლიერია, ყბები კარგად აქვს განვითარებული, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს ჩასმული კბილებით ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. თვალები საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული. პროპორციულად განლაგებული სახის არეზე. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის. კავკასიური ნაგაზის ყურები ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმულია, დასაშვებია მოკლედ კუპირებული. კისერი მოკლე, განიერი და მძლავრი, კარგად დაკუნთული. კორპუსი-მძლავრი. ზურგი-განიერი, სწორი და კუნთოვანი. წელი ძლიერი, მოკლე და განიერი. კრუპი ოვალური ფორმის, ოდნავ დახრილი. მკერდი-განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებური ფორმის, ღრმა. კუდი-მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს. სიარულის დროს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კავკასიურ ნაგაზს აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი. კიდურები. წინამხარი სწორი და მძლავრი. მაჯა-მოკლე, მძლავრი და ვერტიკალური. სახტომი სახსარი-ძლიერი, განიერი, საკმაოდ ღია კუთხით. ტერფი-ვერტიკალური, მძლავრი, საშუალო ზომის. თათები დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, კარგად შეკრებილი. ხვადი გაცილებით მასიური, დიდძვლიანი და მძლავრია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად გამოხატული ყვრიმალებით. ძუ, ისევე როგორც ხვადი, ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლია. კავკასიური ნაგაზის ბეწვი სწორია და უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით, კარგად მომჯდარი სხეულზე. შეფერილობა-ნებისმიერი ყველანაირი კომბინაციით. კავკასიური ძაღლი გამძლე ძაღლია, არ საჭიროებს დიდ მოვლას და ადვილად ეგუება ნებისმიერ კლიმატს. ჭეშმარიტი დარაჯი ხშირად ლოიალურია უცხოების მიმართ. კავკასიური ნაგაზი დამოუკიდებელი ძაღლია, ფლობს დიდ ნებისყოფას და არანაირად არაა განკუთვნილი სუსტი ან გამოუცდელი მფლობელისათვის, რადგან აღზრდისთვის საჭიროებს მკაცრ და გამოცდილ ხელს. ძალზე მნიშვნელოვანია სწორი სოციალიზაცია. 
აღწერა - კავკასიური ნაგაზის თავი მასიური და ფართოა. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრადაა გამოხატული. დრუნჩი შედარებით მოკლეა, მაგრამ ცხვირის მსხვილი შავი ან ყავისფერი შეფერილობის ბიბილოთი. ტუჩები სქელია, თუმცა მჭიდროდ შემკული. თვალები შედარებით პატარაა, ოვალური ფორმის, მუქი. ყურები – მაღლაა დასმული, კუპირებული ან ბუნებრივი – დაკიდებული, მოკლე. კორპუსი ოდნავ გაჭიმული ფორმატისაა, კისერი – მძლავრი, მოკლე, მკერდი – ღრმა, ფართო, ოდნავ კასრისებრი. ზურგი ღონიერი და სწორია, წელი – მოკლე, გავა – ფართო, კუნთოვანი, თითქმის ჰორიზონტალური. მუცელი ზომიერად აწეულია. კიდურები ძლიერია, საშუალო კუთხეებით, თათები – ძალიან დიდია, ოვალური და კომპაქტური. კუდი დასმულია მაღლა, ჩამოშვებულია დაბლა ნამგალის, კავის ან რგოლის ფორმით. იშვიათად დაშვებულია კუდის კუპირება. ბეწვი სწორი და უხეშია, უფრო მოკლეა თავზე და კიდურების წინა ზედაპირზე. არსებობს თმიანი საფარველის რამდენიმე სახეობა: გრძელი ბეწვი, ფაფარით, ანაძენძით და ნაკრტენით; საშუალო სიგრძის ბეწვი ფაფარის, ანაძენძის ან ნაკრტენის გარეშე; მოკლე, მაგრამ მჭიდრო ბეწვი, ფაფარის, ანაძენძის და სხვათა გარეშე. შეფერილობა: ნაცრისფერი სხვადასხვა ელფერით (თითქმის შავიდან ჩალისფერ-ნაცრისფერამდე) წითლისადმი ტენდენციით; ერთიანი (თეთრი, წითელ-ყავისფერი); ვეფხვისებური, ამლაკი ან წინწკლებიანი. 
ყოლა და მოლვა. კავკასიური ნაგაზი – არ არის საქალაქო ძაღლი, სამაგიეროდ ქალაქგარეთა სახლისთვის უკეთესი დარაჯის მოძებნა რთულია. ბეწვის მოვლისათვის საკმარისია კვირაში ერთხელ ძაღლის ჯაგრისით ვარცხნა.

ხასიათი
კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი. 

დანიშნულება
კავკასიური ნაგაზი გამოიყენება საქონლის, სხვადასხვა ობიექტების დასაცავად
კატეგორია: კავკასიური ნაგაზი | ნანახია: 3621 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента