Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » მარტი » 8 » კოკერ სპანიელი
4:43 PM
კოკერ სპანიელი


ინგლისური–კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა "Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს

ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. 1902 წელს ეს ჯიში ოფიციალურად ცნეს.

ინგლისური კოკერ–სპანიელი არის კვადრატული ფორმის პატარა, პროპორციულად განვითარებული ტანის ძაღლი. თავისი პატარა ზომების მიუხედავად ინგლისური კოკერ–სპანიელი საკმაოდ ძლიერი ძაღლია. გამოირჩევა კარგი მონადირული ინსტიქტით და ყნოსვით. ბეწვის საფარველი მთელ ტანზე სწორი აქვს, მხოლოდ ფეხებზე და ყურებზე აქვს ხუჭუჭა.







კატეგორია: კოკერ-სპანიელი | ნანახია: 4374 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 mari  
0
mec aseti myavs rogor miyvars koker spanieli

სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента