Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » ქართული ნაგაზი
7:53 PM
ქართული ნაგაზი


წარმოშობა:
 საქართველო, განეკუთნება მოლოსოიდურ ჯიშებს...
ზოგადი დახასიათება: ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, უხეში კონსტიტუციის მქონე, უცხოსადმი არასანდომიანი და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. აქვს მოკლე, მაგრამ ხშირი ბეწვი, კარგად განვითარებული თივთიკით, რაც უზრუნველყოფს კარგ თერმორეგულაციას წელიწადის ნებისმიერ დროს. ჯიში წარმოიშვა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში. გამოიყენება საქონლისა და სხვადასხვა ობიექტების დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. კარგად ეგუება ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს. თავისი ისტორიით, ანატომიური და გენეტიკური მონაცემებით ახლონათესაურ კავშირშია მოლოსოიდურ ჯიშებთან. ქართული ნაგაზი არ არის მომთხოვნი შენახვის პირობების მიმართმ, კარგად ეგუება ცივ კლიმატს, ფართოდ გამოიყენება დანიშნულებისამებრ საქართველოს სხვადასხვა რეგიოლში.
მნიშვნელოვანი პროპორციები: აქვს რამდენადმე გაჭიმული კორპუსი ანუ სიმაღლისა და სიგრძის შეფარდება იქნება 100-108. ძუებისათვის დასაშვებია კორპუსის დაჭიმულობა 110. არასასურველია კვადრატული ფორმატი.
ქცევები და ტემპერამენტი: კლფხიზელი, ყურადღებიანი, დიდი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლი. არასანდომიანი და აგრესიული უცხოს მიმართ. მეტად ერთგული, გულადი, რბილი და მოსიყვარულე მფლობელისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი.
თავი: პროპორციულად დიდი და განიერი. ზედმეტი ნაოჭებისა და ნაკეცების გარეშე. თავი მშრალი, ყოველგვარი სიუმის ნიშნების გარეშე.
თავის ქალა: მასიური, კარგად განვითარებული, განიერი და სწორი ან ოდნავ ოვალური ფორმის. შუბლი დაბალი, საკმაოდ განიერი და გაყოფილი, კარგად გამოხატული ღარით. კარგად არის განვითარებული და გამოხატული ყვრიმალები.
ცხვირი: კარგად განვითარებული, განიერი, კარგად განვითარებული ნესტოებით ძირითადად შავი ფერის. თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის დასაშვებია ყავისფერი შეფერილობის ცხვირი.
დინგი: თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, საკმაოდ განიერი, კარგი მოცულობისა და სიღრმის მქონე.
ტუჩები: კარგად განვითარებული ელასტიური და ყბებზე კარგად აკრული მშრალი ან უმნიშვნელოდ უმი. აუცილებლად პიგმენტირებული ძაღლის შეფერილობის შესაბამისად.
ტუჩის კუთხე: მშრალი, დასაშვებია მცირედი უმნიშვნელო სიუმე.
კბილები და ყბები: ძლიერი კარგად განვითარებული ყბები, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს დასმული კბილების ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. მეორე და მესამეს პრემოლიარის არარსებობა დასაშვებია, მაგრამ არასასურველია.
თანკბილვა: მაკრატლისებრი. დასაშვებია მაგრამ არასასურველია პირდაპირი თანკბილვა და პროგენია.
თვალები: საშუალო ზომის, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული და სახის არეზე პროპორციულად განლაგებული. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის.
ყურები: ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმული, დასაშვებია მოკლედ კოპირებული ყურები.
კისერი: საკმაოდ მოკლე და განიერი, მძლავრი, კარგად დაკუნთული. დააქვს საკმაოდ დაბლა ისე, რომ ზურგის ზოლთან მიმართებაში ჰქმნის 30-40 გრადუსიან კუთხეს.
მკერდი: განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებული ფორმის, ღრმა ანუ ეშვება იდაყვის სახსრის ქვემოთ ან ჩერდება იდაყვის დონეზე.
მუცელი: ოდნავ აკრეფილი.
კუდი: მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს, მსვლელობის დროლ ძაღლს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კუპირებული კუდი სიგრძით უტოლდება მისი ფუძიდან, სახტომ სახსრამდე, სიგრძის მახევარს.
კონსტიტუციის ტიპი: უხეში, აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი დაელასტიური კანი.
წინა კიდურები: წინხედში სწორი და პარალელური. წინა კიდურების სიგრძე მიახლოებით უდრის მინდაოში სიმაღლის ნახევარს ანუ ძაღლის სიმაღლის ნახევარს.
უკანა კიდურები: უკნიდან დათვალიერების დროს სწორი და პარალელური, გვერდხედში სახტომ სახსარში კუთხე რამდენადმე გახსნილი.
თათები: დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, მტკიცე და კარგად შეკრებილი.
სქესობრივი დემორფიზმი: კარგად აქვს გამოხატული. ხვადი გაცილებით მასიური, დიდ ძვლიანი და ძლიერია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად განვითარებული და გამოხატული ყვრიმალებით. ძუ შედარებით მცირე ზომისაა, აქვს შედარებით მსუბუქი ძვალი, მომცრო ზომის თავი, ნაკლებად გამოხატული ყვრიმალები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ძუ ისევე, როგორც ხვადი ტოვებს ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლის შთაბეჭდილებას.
მოძრაობა: თავისუფალი, დაბალანსებული, მძლავრი წინგდებით. მოძრაობისას ყველა კიდური მუშაობს შეთანხმებულად, სწორხაზოვნად, ყოველგვარი გადახრების გარეშე. ზურგი მსვლელობისას უძრავ მდგომარეობაში რჩება.
ბეწვი: მოკლე, კარგად განვითარებული თივთიკით, პრიალა, სქელი და კარგად მომჯდარი სხეულზე. ბეწვის ზომა მინდაოს, კისრისა და ბარძაყის უკანა მხარეზე დასაშვებია რამდენიმე უფრო გრძელი, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში.
შეფერილობა: ნებისმიერი, ყველანაირი კომბინაციით. ალბინიზმი წარმოადგენს მადისკვალიფიცირებულ ნაკლს.
სიმაღლე მინდაოში: ხვადებისათვის: არანაკლებ 65-სმ-ისა, ძუებისათვის: არანაკლებ 60-სმ-ისა. სტანდარტული სიმაღლიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში ძაღლი უნდა რჩებოდეს პროპორციული და ჰარმონიულად აწყობილი. 



კატეგორია: ქართული ნაგაზი | ნანახია: 3056 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента