Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » ლაბრადორი
12:19 PM
ლაბრადორი
სიმაღლე მინდაოში:
ხვადი: 56_57სმ
ძუ: 53_56სმ
წონა:
ხვადი: 35_38კგ
ძუ: 30_33კგ
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ჩალისფერი
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი

პირველი ლაბრადორები დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 170 წლის წინ გამოჩნდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი მეზღვაურებმა კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან შემოიყვანეს (თუმცა ლაბრადორის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია). სპრაკი წიგნში ლაბრადორ რეტრივერი წერდა, რომ 1822 წელს ბ.ე. კორმაკერმა, კუნძული ნიუფაუნდლენზე მოგზაურობისას, ნახა ზუსტი ასლი დღევანდელი ლაბრადორისა, უჩვეულოდ ჭკვიანი, შავი ძაღლები, რომელთაც ადგილობრივი მკვიდრნი ძირითადად სანადიროდ გამოიყენებდნენ. 1845 წელს ფატი წიგნში "ძაღლი” მიუთითებდა, რომ ევროპაში კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან შემოიყვანეს ორგვარი ტიპის შავი ძაღლი: ერთი_საშუალო ტანის და შედარებით მოკლებეწვიანი (ლაბრადორ რეტრივერი), ხოლო მეორე_ შედარებით დიდტანიანი და გრძელბეწვიანი (ნიუფაუნდლენდი). ფატის აღნიშვნით, ამ ორი, სხვადასხვა ტიპის ძაღლს მშობლიურ ქვეყანაში უპრობლემოდ აჯვარებდნენ; თავიანთი თითქმის ერთნაირი სამუშაო თვისებების გამო. ლორდი ჯორჯ სკოტი 1939 წელს წერდა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, ნიუფაუნდლენდზე შეჯვარებულმა ნიუფაუნდლენდმა როგორ გააჩინა ლაბრადორის ლეკვები. სკოტის მტკიცებით, ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი ერთი ჯიშის ძაღლია_უბრალოდ, ერთი გრძელი, ხოლო მეორე უფრო მოკლე ბეწვით.
1870 წელს ჟურნალი THE FIELD აღნიშნავდა, რომ ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი ორი რადიკალურად განსხვავებული ჯიშია; მათ მხოლოდ ერთი აქვთ საერთო: ორივე წყლის ძაღლია. ჟურნალი THE FIELD-ის მიხედვით, ლაბრადორის სამშობლო კუნძული ლაბრადორია და ამ ჯიშის სახელდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ჟურნალი ასევე წერდა, რომ პირველი ლაბრადორები ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ინდიელებს ჰყავდათ. ჩვენამდე შემორჩენილი პირველი ლაბრადორის ფოტოსურათი 1867 წლით თარიღდება.
ლაბრადორ რეტრივერს უნივერსალურ ძაღლს უწოდებენ. ის კარგი მონადირე, იდეალური კომპანიონი და ინტელექტუალურია.
ლაბრადორებს ასევე შევხვდებით სამართალდამცავ ორგანოებში, ისინი ადვილად იღებენ საეჭვო კვალს. ასევე არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ლაბრადორ რეტრივერები ბრმების გამცილებლებად გვევლინებიან.

დადებითი თვისებები:

1. უნივერსალური;
2. იდეალური კომპანიონი;
3. აღმერთებს ოჯახს და განსაკუთრებით ბავშვებს;
4. კეთილგანწყობილი.

თავისებურება:
მიმნდობია უცხოების მიმართ
წარმომავლობა 
ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.
ჯიშის აღწერა 
რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.
დანიშნულება 
ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი
კატეგორია: ლაბრადორ რეტრივერი | ნანახია: 3188 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента