Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » პიტ-ბულტერიერი
2:52 PM
პიტ-ბულტერიერი

სამშობლო - აშშ 
ჯიშის გაჩენის დრო - მე-19 საუკუნე 
გამოყენება - ადრე - მებრძოლი ძაღლი. დღეს - კომპანიონი 
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12-15 წლამდე 
სიმაღლე:ხვადი 48-56 სმ, ძუ 46-50სმ. 
წონა:ხვადი 20-36 კგ, ძუ 16-25კგ
 

დღესრეობით ამ სახეობის ძაღლების მარტო სახელის ხსენება ისტერიას იწვევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ პიტ-ბული წარსულში მებრძოლი ძაღლი იყო, დღეს კი ზოგიერთი პატრონი გაწვრთნის უხეშ ფორმებს მიმართავს, რის შედეგად ძაღლი ნებისმიერ მომენტში მზად არის ეცეს სხვა არსებას. აქვე ავღნიშნავთ, რომ პიტ-ბულების უმრავლესობა ალერსიანი და გულღია შინაური ცხოველია. პიტ-ბულის ბალნის ფერი გვხვდება ნებისმიერი შეფერილობა. ცხვირის შეფერილობა აქვთ როგორც შავი ასევე წითელიც ( red naus). 
ამ ძაღლს აქვს უხეში თავი ფართო ღაწვის ძვლებით და ღონიერი ყბებით,შეიძლება ყურების ოდნავ კუპირება, ასევე გააჩნია ძლიერი ჩაჭერა. კარგად განვითარებული მუსკულატურის მქონე ღონიერი კისერი მდორედ გადადის ღრმა ფართო მკერდში, რომელიც საკუთარ თავში ფეთქებად ტემპერამენტს მალავს. ამერიკული პიტ-ბულტერიერის მოძრაობები თავისუფალია, კორპუსის სიგრძე რამდენადმე აჭარბებს მინდაოში სიმაღლეს – 46-56 სმ-ს. წონა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთნაირი სიმაღლის ძაღლებთანაც კი – 14-36 კგ, მაგრამ უფრო ხშირად – 16-25 კგ. 
ამ ჯიშის ბეწვი მოკლე, მჭიდროდ მიკრობილი და ბზინვარეა. დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა – ერთიანი და ლაქებით. ყურები დასმულია მაღლა, ზოგჯერ მოკლედ კუპირებულია. ხანდახან ახდენენ კუდის კუპირებას, თუმცა მეძაღლეობის გაერთიანებული კლუბი ამას არ აღიარებს. ისტორია. ბულდოგებისა და ტერიერების ტიპის ძაღლების საფუძველზე ჩამოყალიბებული ამერიკული პიტ-ბულტერიერის წარსული მჭიდროდაა დაკავშირებული ძაღლების ბრძოლებთან. პიტბულებს მათი შეუპოვრობისა და დიდი ფიზიკური ძალის წყალობით ძაღლების სამყაროში თანატოლი არ ჰყავთ. ყურადღების ღირსია ამ ჯიშის მდიდარი მებრძოლი წარსული. მეძაღლეობის გაერთიანებული კლუბი პიტ-ბულს დამოუკიდებელ ჯიშად აღიარებს, და არავითარ შემთხვევაში მებრძოლი ძაღლების ჯიშად. 
ამერიკაში ეს ძაღლი ყოველთვის უყვარდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კაპიტალს აგროვებდნენ პიტ-ბულის გამოყენების ხარჯზე არარეგალურ მეძაღლეთა ბრძოლებში და სხვა უკანონო მიზნებისათვის. ამ გარემოებათა გამო პიტ-ბულის წინააღმდეგ ორგანიზებულ იქნა კამპანია, რომელიც გადაიქცა ნამდვილ "ნადირობად კუდიანებზე” და მთელი ქვეყანა მოიცვა. პროცესში გაუშვეს ყველა საშუალება და ჯიშს შავი დღეების ეპოქა დაუდგა. ამას ხელს უწყობდა პიტ-ბულის მონაწილობით ცალკეული შემთხვევების აღწერების გამოქვეყნება უხეში დეტალების ჩართვით. ჯიშის მომავალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, საღმა აზროვნებამ მაინც აჯობა: ხალხი მიხვდა, რომ უბედური შემთხვევები ძაღლის გარდა შეგვიძლია ნებისმიერს დავაბრალოთ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, "პატარა ყაჩაღის” ასეთი უხეში დასჯის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ძალზე მიისწრაფვის მიუგოს პატრონს. 
პიტ-ბული შესანიშნავად ასრულებს სხვადასხვა ვალდებულებას იმ პირობით, თუ პატრონი მას სწორად აღზრდის: შეუძლია პირუტყვის დაცვა და მწყემსვა, ნადირობა, პოლიციაში მუშაობა და მღრღნელების გადანდგურება. ხასიათი. ანცი ღიბილი, დამაჯერებელი გამოხედვა, პატრონისათვის ბედნიერების მოტანის უსასრულო სიამოვნება – აი, ის თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია პიტ-ბულტერიერისათვის და რომლებმაც მრავალ ადამიანში აღძრა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა, რაც სხვა ჯიშის მიმართ არასოდეს ყოფილა. მაგრამ ეს სულაც არაა ადამიანების მოძულე ძაღლი: პიტ-ბულის ბუნებრივი აგრესიულობა მიმართულია არა ადამიანზე, არამედ სხვა ძაღლებსა და ცხოველებზე. სინამდვილეში ეს შესანიშნავი კომპანიონია, ოღონდაც გამოცდილი მეძაღლის ხელში! 
ამერიკაში ამ ჯიშით ნადირობენ გარეულ ტახებზე და საკმაოდ კარგი ყნოსვა გააცნიათ, შეუდარებლად ებრძვიან დათვებსაც. მათი ბროძილისუნარიანობა მათსავე ტკივილის მიმართ ამტანიანობაში და დაუღალავ გამძლეობაში გამოიხატება, ცნობილია რომ ნამდვილი ჯიშის პიტ-ბულტერიერებმა 6 საათი და 47 წუთი იჩხუბეს. ნადირობის დროს მონადირე მათ დაჭერილ ნადავლს დანით განგმირავს, ხოლო მონადირე პიტ-ბული არაფრით დანებდება სანამ პატრონი არ მივა და არ გამოაცლის
 


დადებული სურათი
user posted image
user posted image
მიმაგრებული სურათი
დადებული სურათი 


კატეგორია: პიტ-ბულტერიერი | ნანახია: 3423 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента