Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » პუდელი
3:01 AM
პუდელი
სიმაღლე:ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ.
წონა:ხვადი 2,5-3სმ, ძუ2-2,5სმ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12-15 წელი
წარმომავლობა:საფრანგეთი, გერმანია
წარმომავლობა
პუდელის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.

ჯიშის აღწერა
პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.

ხასიათი
პუდელი ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლია. ადვილად იწვრთნება. უყვარს ბევრი სეირნობა და გართობა. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.

დანიშნულება
პუდელი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული დეკორატიული ძაღლი
ჯიში რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია, ნაწილი თვლის რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით პუდელის სამშობლო გერმანიაა. არსებობს ვერსია რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.

პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.

პუდელი არის ძალიან მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. კეთილგანწყობილია ოჯახის ყველა წევრის მიმართ.

პუდელი არის მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.

მისი მონაცემებია: სიმაღლე:ხვადი 24-28სმ, ძუ 20-25სმ. წონა: ხვადი 2,5-3, ძუ 2-2,5. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი წარმომავლობა: საფრანგეთი, გერმანია

ჰოროსკოპი
პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებული, ადრეული ასაკიდანვე ლამაზი და კარგი აღნაგობისაა. თუმცა წლების მატებასთან ერთად თავად უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს, რადგან ძალიან მგრძნობიარეა დროის დინებასთან მიმართებაში და ადრეულ წლებშივე აწუხებს სიბერის შიში, ამ შიშის გამო კი უფრო მეტად ბერდება.

გარშემომყოფების ზემოქმედება მასზე დადებით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ პუდელს დაკვირვება მართებს მეგობრებისა და იმ ადამიანების შერჩევისას, რომელთანაც უხდება ურთიერთობა.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ადგილმდებარეობის ცვლილების მიმართ, რადგან ყოველგვარი გარემო არ უწყობს ხელს მის განვითარებას. იგი ხშირად გრძნობს კარგი ნაცნობების წრეში ყოფნის აუცილებლობას, თუმცა არ უყვარს, როცა ასეთი წრე მის მიერ არ არის შერჩეული. პუდელი მგრძნობიარეა თავისუფლების შეზღუდვის მიმართ, ამ დროს პესიმზმი და უიმედობა იპყრობს.

პუდელი მგრძნობიარეა ნებისმიერი, მცირედი უსიამოვნებისადმიც კი. წვრილმან პრობლემასაც კი შეუძლია წონასწორობა დააკარგვინოს. დროგამოშვებით გული უჩუყდება საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ამას ხშირად მალავს, რაც თავისებურ სიამოვნებასაც კი ანიჭებს.

გამბედაობა და სიამაყე ეხმარება ყველაზე რთული ამოცანების გადალახვაში, მის სახეზე იშვიათად თუ შენიშნავთ შეშფოთებას, ამიტომ ის, ვინც მას ნაკლებად იცნობს, ხშირად ფიქრობს, რომ იგი მშვიდი და მხიარულია.

პუდელი არ არის მატერიალისტი, იგი მიდრეკილია ალტრუიზმისადმი, თუმცა ამასთან ერთად კარგად ორგანიზებულია და არასოდეს ავიწყდებათ საკუთარი მომავალი.

სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერებას ძნელად აღწევს, ძალიან მგრძნობიარეა და ზედმეტად დამოუკიდებელი. ოჯახურ ცხოვრებაში მისი იარაღი გულგრილობაა, რომელიც ღიმილითა და ხუმრობით არის შეზავებული.

თუ სხვა გამოსავალი არა აქვს, შეუძლია პარტნიორის მიმართ მტრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდეს.

გააჩნია მახვილი, თანდაყოლილი ჭკუა, რომელიც საერთოდ არ ბერდება, მისი გამჭრიახობა და კრიტიკული აზროვნება ზემოქმედებას ახდენს მის ამბიციებზე. პუდელებს შორის ხშირად გვხვდებიან მედიკოსები.

პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - მეოცნებეობა, დამოუკიდებლობისადმი მოთხოვნილება, ნევრასთენიისადმი მიდრეკილება, კარგად განვითარებული ინტუიცია, ფანტაზიისა და სინთეზის უნარი.
კატეგორია: პუდელი | ნანახია: 2071 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента