Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » როტვეილერი
2:56 AM
როტვეილერი
სიმაღლე:ხვადი 62-68სმ, ძუ 58-64სმ.
წონა:ხვადი 45-50სმ, ძუ42-46სმ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:გერმანია
წარმომავლობა
როტვეილერის წინაპრები იტალიელი მასტიფები არიან. ეს ჯიში გამოიყვანეს გერმანიის ქალაქ როტვეილერში. თავიდან მას როტვეილერულ ძაღლს უწოდებდნენ. მე–19 საუკუნის მიწურულს ეს ჯიში გადაშენების პირას იყო მისული მაგრამ შტუტგარტელი მომშენებლების ძალისხმევით ისევ აღორძინდა.

ჯიშის აღწერა
როტვეილერი არის მასიური ძლიერი ძაძღლი. თავი მრგვალი და განიერი. თვალები მუქი. ყურები სამკუთხედი წინ ჩამოყრილი, დასაშვებია კუდის კუპირება. აქვს მოკლე უხეში ხშირი ბეწვი. როტვეილერი გამოირჩევა მაღალნაყოფიერებით ხშირია შემთხვევები როცა ყრის 12 და მეტ ლეკვს.

ხასიათი
როტვეილერი არის ძალიან ჭკვიანი, გაწონასწორებული, დამჯერი, წყნარი, კარგად იწვრთნება. ამ ჯიშის ძაღლები აგრესიულობას ავლენენ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მათ პატრონს საფრთხე ემუქრება. აუცილებელია ადრეული ასაკიდან სწორი თანმიმდევრული წვრთნა.

დანიშნულება

როტვეილერებს იყენებენ პირად დაცვაში, ობიექტების დასაცავად. ასევე პოლიცია და სპეც სამსახურები

როტვეილერი — შინაური ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილი იქნა როტვაილში (გერმანია). ამ ჯიშის ძაღლები ცნობილები იყვნენ, როგორც „როტვაილის ყასაბი ძაღლები"
როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. როტვეილერის გაწვრთნა ადვილია, მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. წარსულში მას სამწყემსად და სადარაჯოდ იყენებდნენ.

როტვეილერის ბალანი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, მრგვალი კისერი კი დაკუნთულია. ძლიერ ყბებს ერთვის მძლავრი კბილები ამშვენებს. როტვეილერი ცნობილია, როგორც კარგი მოდარაჯი.
როტვეილერმა კარგა ხანია, თავი გაითქვა, როგორც ყველაზე საშიშმა ძაღლმა. ამიტომ ბევრი ადამიანი მის ყოლაზე უარს აცხადებს. ცოტამ თუ იცის, რომ ამ მამაც ძაღლს ადამიანის გადარჩენაც შეუძლია.

ამერიკელი კეტი ვონი, რომელსაც ავადმყოფობის შემდეგ ფეხები წაერთვა, ანტიკვარიატით ვაჭრობას განაგრძობდა. გადაადგილებას იგი ხელით სამართავი ავტომობილით ახერხებდა. მას ყოველთვის ახლდა თან მისი ძაღლი, როტვეილერი, სახელად ევა. 

ერთ–ერთი მგზავრობისას ქალმა გასკდომის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც ძრავს კვამლი აუვიდა. ქალმა სცადა მანქანიდან გადმოსვლა, მაგრამ ვერ მოასწრო ― გონება დაკარგა. 

პატრონი ევამ გადაარჩინა. ძაღლმა ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გადმოათრია ქალი და სახიფათო ადგილს მოაცილა. ადგილზე მისული პოლიციელები სახტად დარჩნენ, ― პატრონის გადარჩენისას ევამ წინა თათები დაიწვა.

კატეგორია: როტვეილერი | ნანახია: 2333 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 lasha  
0
xo kai zaglia da sakmaod zlieria:d

2 ruska  
0
es martlac dzalian kargi dzaglia cool cool cool cool

1 armena  
1
dzaan magari dzaxlia vocnebob aseti myavdes

სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента