Скачать шаблоны для Юкоз
მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » რუსულ-ევროპული ლაიკა
12:18 PM
რუსულ-ევროპული ლაიკა


სიმაღლე:ხვადი 55-62სმ, ძუ 51-58სმ.
წონა:ხვადი 20-23კგ, ძუ18-21კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:რუსეთი
რუსულ–ევროპული ლაიკის ფესვები რუსეთიდან მომდინარეობს. იქ მათ დათვებზე, ირმებზე, გარეულ ტახზე, მგლებზე და მელიებზე სანადიროდ გამოიყენებდნენ. ლაიკები უშიშარი, ენერგიული და მეტად აზართული ძაღლები არიან. ისინი დიდ თოვლში საათობით ეძებენ ნადირის კვალს, მისი შემჩნევის შემთხვევაში გარეულ ცხოველს ყეფით ედევნებიან და წრეში აქცევენ, სანამ მონადირის გასროლის ხმას არ გაიგებენ.

რუსულ–ვეროპული ლაიკა, შეიძლევა ითქვას, მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ლაიკამ "კოსმონავტი ძაღლის" სახელი დაიმკვიდრა. 1957 წელს, როდესაც ლაიკები (როგორც პირველი ცოცხალი არსებები) კოსმოსში აფრინეს, ამ ჯიშის არსებობა მთელმა მსოფლიომ გაიგო. მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა ლაიკების მონადირის ინსტიქტმა კვალი არ დაკარგა. ამ მხრივ მაინცდამაინც არ გაუმართლათ ადამიანებს, ვისაც ლაიკა ოჯახში გასართობ ძაღლად უნდოდათ. რუსეთში მონადირე ლაიკების მრავალი ნაირსახეობა არსებობს: დასავლეთ–ციმბირული ლაიკა, აღმოსავლეთ–ციმბირული ლაიკა და სხვა.

დადებითი თვისებები: 1. იდიალური მონადირე; 2. სპორტული; 3. თავისებური
ჯიშის აღწერა
საშუალო ზომის, საკმაოდ ძლიერი ძაღლი, მას ძალაინ კარგად აქვს განვითარებული ორიენტაციის უნარი. აქვს ხშირი სწორი ბეწვი. შეფერილობა:თეთრი, რუხი, წითური.

ხასიათი

არის ძალიან ერთგული,მამაცი,არასდროს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ აგრესიას.
კატეგორია: სამოედური ლაიკა | ნანახია: 2097 | დაამატა: ruska | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS лента